გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: იმედი მინდა გამოვთქვა, რომ პარლამენტში ამერიკული „ფარას" კანონი დაიხვეწება და შესაბამისობაში მოვა ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, ვინაიდან ეს არის საკმაოდ უხეში კანონი

27-02-2025

ჩემი დამოკიდებულება იცით ამერიკული „ფარას" კანონის მიმართ, ეს არის საკმაოდ უხეში კანონი, მე იმედი მინდა გამოვთქვა, რომ პარლამენტში დაიხვეწება ამერიკული „ფარას" კანონი და მოვა შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, პირველად ვარიანტად „ფარას" ზუსტი ანალოგის ინიცირება იყო, რა თქმა უნდა, სწორი, თუმცა ეს კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას.


„ეს იქნება სწორი მიდგომა. პირველად ვარიანტად „ფარას" ინიცირება იყო, რა თქმა უნდა, სწორი, თუმცა ეს კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს არის, ბუნებრივია, პარლამენტის საქმე,"- აღნიშნა პრემიერმა.