გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თავდაცვის ძალების წარმომადგენლები იმერეთის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაში აქტიურად მონაწილეობენ

27-02-2025

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში იმერეთის რეგიონშიც აქტიურად მონაწილეობენ.


მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა მოსახლეობას ბაღდათში, სადაც ტექნიკური საშუალებებით გადაადგილება გართულებულია, საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები მიუტანეს. სამხედროები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს სახლების სახურავების გადათოვლისა და ეზოების გაწმენდის პროცესშიც აქტიურად ეხმარებიან.


ბაღდათის რაიონის გარდა, მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის არეალი მოიცავს სამტრედიის, ვანის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ტყიბულის რაიონებსა და მიმდებარე სოფლებს. საჭიროების შემთხვევაში, მაღალმთიანი სოფლებიდან ჯარისკაცებს ბავშვიანი ოჯახები და მოხუცები, დროებით, მარტივად მისადგომ და უსაფრთხო ადგილებში გადაჰყავთ.


პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაჭრის მიზნით, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა იმერეთის რეგიონის საკოორდინაციო შტაბიდან მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებს.