გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ალექსანდრე წულაძე: თავად ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული განცხადებით დასტურდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ვრცელდება სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებზე‘

28-02-2025

„თავად ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული განცხადებით დასტურდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ვრცელდება სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებზე, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სასტიპენდიო პროგრამებზე, მათ შორის, არც Erasmus+-ისა და DAAD-ის პროგრამებზე.

 

ხაზგასმით მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, განცხადება ეხება მხოლოდ და მხოლოდ ორი უწყების – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობის დროებით შეჩერებას.

 

აქვე დავამატებ, რომ პირადად ჩემთვის გამაოგნებელია ამ პირების პოლიტიკური მიზნები და ინტერესები, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ,‘‘ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ‘‘.