გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სამხედროები გურიაში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში მოსახლეობას აქტიურად ეხმარებიან - თავდაცვის სამინისტრო

28-02-2025

სამხედრო მოსამსახურეები გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში მოსახლეობას დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში აქტიურად ეხმარებიან. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობისა და დასავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის პირადი შემადგენლობა სპეციალური ტექნიკით სოფლებამდე და სახლებამდე მისასვლელი გზების გაწმენდით სამუშაოებს ატარებს. დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები კი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს საკვები პროდუქტებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით ამარაგებენ.


თავდაცვის ძალების სამხედროები დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში უკვე მეოთხე დღეა აქტიურად მონაწილეობენ. ჯარისკაცები საკოორდინაციო შტაბიდან მიღებულ დავალებებზე მყისიერად რეაგირებენ.