გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი კობახიძე: კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებები რასაც აკეთებენ არასერიოზულია, თუმცა ჩვენ უნდა დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში იმ განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს ესტონელი, ლატვიელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ

4-03-2025

აბსოლუტურად არასერიოზულია, რასაც კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებები აკეთებენ, თუმცა ჩვენ უნდა დავრჩეთ კვლავაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში გამომდინარე იმ განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან, რომელიც ჩვენ ქართველებს გვაქვს ესტონელი, ლატვიელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს ხელისუფლებები განიცდიან პირდაპირ გავლენას გლობალური ომის პარტიისგან.


„ჩვენ აქ მართლა გვიწევს ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ხალხი და ხელისუფლება. ეს ხელისუფლებები არის ხალხის მიერ არჩეული, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ის, რომ ეს ხელისუფლებები განიცდიან პირდაპირ გავლენას გლობალური ომის პარტიისგან, ისინი არ არიან სუვერენული და ამ მდგომარეობაშია დღეს ეს ქვეყნები. თავისთავად მათი ნაბიჯები არის არასერიოზული, თუმცა ჩვენ უნდა დავრჩეთ კვლავაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში გამომდინარე იმ განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან, რომელიც ჩვენ ქართველებს გვაქვს ესტონელი, ლატვიელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.