პარასკევი, ივნისი 27, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
მცხეთაში ჰაერის ხარისხის კვლევა განხორციელდა

15-11-2018

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ჰაერის ხარისხის კვლევა მცხეთაში მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით განახორციელეს.

 

ჰაერის ხარისხის მობილური სადგურის საშუალებით შესაძლებელია ჰაერის ხარისხის განსაზღვრა საქართველოს რეგიონებში, ამჯერად ავტომატური სადგური ქალაქ მცხეთაში ტურისტულ ზონაში განთავსდა, სადაც 24 საათის განმავლობაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი განახორციელდა. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ქ. მცხეთის ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

 

 

ჩატარებული კვლევის შედეგებს ადგილზე სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე გაეცნო.

 

 

მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით ადგილზე ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები განისაზღვრა. მიღებული შედეგების შეფასება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.

 

 

ახალი მობილური სადგურით შესაძლებელია საქართველოს ყველა რეგიონში ჰაერის დაბინძურების ხარისხი განსაზღვრა და დაბინძურების გამომწვევი მიზეზების დადგენა.

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მთელ რიგ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს. კერძოდ, მიმდინარეობს ახალი თანამედროვე სტაციონალური ავტომატური სადგურების დამონტაჟება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

 

pia.ge