გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ლიდერები სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ბანერებზე - არჩევნების მეორე ტურის ახალი სტრატეგია

15-11-2018

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერ კამპანიაში პოლიტიკური გუნდის ლიდერების მონაწილეობას მმართველ პარტიაში არჩევნების მეორე ტურში "ქართულ ოცნების" ახალი სტრატეგიით ხსნიან.

 

ქალაქის ქუჩებში პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" სხვა პოლიტიკური ლიდერების ბანერების განთავსება ახალი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში განახლდა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდებიც და სლოგანიც“ - აცხადებენ მმართველ პარტიაში.

 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად თბილისსა და რეგიონებში პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ბილბორდები დღეს დილიდან გამოჩნდა, რასაც საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.