გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კასპის სოფელ წინარეხში მდინარე კავთურაზე გადასავლელი ხიდის და დამცავი კედლის მოწყობის სამუშაო გრძელდება

10-03-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში ე.წ. ფონების დასახლებაში მდინარე კავთურაზე გადასავლელი ხიდის და დამცავი კედლის მოწყობის სამუშაო გრძელდება.


სამუშაო პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.


2024 წელს მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია მდინარე კავთურას ადიდება, რის შედეგადაც  მდინარემ მოწყვიტა ე.წ ,,ფონების" უბანთან დამაკავშირებელი ხიდი,  საავტომობილო გზა და შექმნა გადაადგილების პრობლემები.


კაპიტალური ხიდის  მშენებლობა და დამცავი კედლის მოწყობა უზრუნველყოფს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას.


პროექტი გარდამავალია გასულ წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება.