კვირა, ივნისი 15, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
სარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

13-03-2025

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, 473 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. საზღვრის მკვეთ პირს ოქროს ნივთები, ტანსაცმლის ქვეშ, წინასწარ მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული.


საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.


საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საზღვარზე უკანონოდ ოქროს ნაკეთობების შემოტანის კიდევ 3 ფაქტი აღიკვეთა სგპ ,,სარფში". საქართველოს რამდენიმე მოქალაქე საერთო ჯამში, 170,08 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანას, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, სპეციალურად მოწყობილი სამალავებით (მათ შორის ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ არსებულ სივრცეში მოთავსებული იყო 35.61 გრამი) შეეცადა.


ზემოაღნიშნული ფაქტების აღკვეთის შედეგად, გამოვლენილმა არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 95 425,93 ლარი შეადგინა.


სამართალდამრღვევი საქართველოს მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა ხოლო, საქართველოს 2 მოქალაქეს საბაჟო კოდექსის 168 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში 20 130,16 ლარის ოდენობით შეეფარდათ.