გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თეა წულუკიანი: „გაერო“-ს მართლმსაჯულების სასამართლოში „ნაცმოძრაობის“ მარცხის მიზეზი ჩემი აზრით დაბალი კვალიფიკაციაა

15-11-2018

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქართული ჯარის ღირსება იყოს დაცული, რომ ჰააგის სასამართლომ გამოიძიოს ქართველთა ეთნიკური წმენდა, ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვათა მკვლელობისა და წამების საქმეები და რუსი სამხედროების და მათი ოსი წარმომადგენლების პასუხისმგებლობა დააყენოს.


"ძალიან აწრიალებულია „ნაციონალური მოძრაობა“ ჩემი გუშინდელი ეთერის შედეგად. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ძალიან სტკივათ საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს 2011 წლის პირველი აპრილის გადაწყვეტილება. მათ ასტრონომიული თანხები დახარჯეს ამ მარცხში. ჩვენ ველოდებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც, იმედი მაქვს, ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება, რომ ეს გადაწყვეტილება ახალ გარემოებად შეფასდეს და „გაერო“-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი გამოვასწოროთ"-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანის თქმითვე, რაც შეეხება ფატუ ბენსუდას წარმოებულ გამოძიებას, დღეს ვერავინ ივარაუდებს, რა აქვს მას დაგეგმილი და რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.


"ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო, „ქართული ოცნების“ მთავრობა ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ჯარის ღირსება იყოს დაცული, რომ ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვების საქმეები და ეპიზოდები გამოიძიოს ქალბატონი ბენსუდას ოფისმა და, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გამოიძიოს ქართველთა ეთნიკური წმენდა. ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას იმისათვის, რომ გამოძიებამ დაადგინოს გვარები და სახელები, იმ, პირველ რიგში, რუსეთის მოქალაქეებისა, ვინც დანაშაული ჩაიდინა.


ბენსუდას ოფისთან ჩვენ გვაქვს სამაგალითო თანამშრომლობა იმისათვის, რომ რუსი გენერლების თუ მაღალჩინოსნების და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, თუნდაც მხოლოდ „ისკანდერის“ ნაწილში. თუკი მე მექნება შესაძლებლობა, წარვდგე პარლამენტში, აუცილებლად ვკითხავ „ნაციონალურ მოძრაობას“, რატომ არ გააფორმეს გორში 12 აგვისტოს ჩამოვარდნილი „ისკანდერი“ მტკიცებულებად და რატომ მისცეს ის სხვა სახელმწიფოს. ჩვენ მოგვიწია არამარტო „ისკანდერის“ ძებნა, რომელიც მაისში ჩამოვიტანეთ საქართველოში, არამედ სხვა მტკიცებულებებისაც - ათასობით ფურცლისა და გვერდის.


„გაერო“-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხის მიზეზი, ჩემი აზრით, არის დაბალი კვალიფიკაცია; სისწრაფე და ზედაპირულობა, რაც მათ მთავრობას ყოველთვის ახასიათებდა; სამართლებრივი და სასამართლო სტრატეგიის არქონა. ამან მოიტანა მარცხი, რომლის გამოსწორებაზე ჩვენ 2014 წლიდან ვმუშაობთ. გვაქვს რამდენიმე ვარიანტი, სცენარი და სასამართლო ტაქტიკა იმისთვის, რომ, როდესაც სტრასბურგის სასამართლო, იმედი მაქვს, დადებით გადაწვეტილებას გამოიტანს აგვისტოს ომის საქმეზე, „გაერო“-ს სასამართლოს განვახილინოთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი - საქართველოში 90-იანი წლებიდან მიმდინარე ოკუპაცია“-განაცხადა წულუკიანმა.