გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდულმა და დრამატულმა თეატრებმა სცენის გამო იჩხუბეს

16-11-2018

მსახიობების პროტესტი სოხუმში, - ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის სამსონ ჭანბას სახელობის აფხაზური თეატრის წინ , ახალგაზრდული თეატრის მსახიობები შეიკრიბნენ დ სცენის დათმობა მოითხოვეს. თეატრის დირექციამ მათ უარი უთხრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.


მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ახალგაზრდული თეატრის დასმა შენობაში შეჭრა სცადა, სამართალდამცველებმა კი მათ ამის საშუალება არ მისცეს.

მსახიობებმა უვადო აქცია გამოაცხადეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, სამსონ ჭანბას აფხაზური თეატრის სცენა კვირაში რამდენიმე დღე ახალგაზრდულ თეატრს ეთმობა, თუმცა ორი თეატრი ამჯერად განრიგზე ვერ შეთანხმდა, -  ორივემ მოისურვა სპექტაკლი 15 ნოემბერს წარმოედგინა. 


ახალგაზრდული თეატრის მსახიობები და მათი გულშემატკივრები თეატრის წინ ამ დრომდე რჩებიან.


imedinews.ge