გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ჯვრის უღელტეხილზე ყველანაირი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა

16-11-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ჯვრის უღელტეხილზე, მცხეთა-სატეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-ე კილომეტრიდან (ფოსტა) – 107-ე კილომეტრამდე (კობი) ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

 

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება არის აკრძალული. მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა კი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დაშვებული. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, ორი და მეტი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.