გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კასპის სოფელ მეფისქალაქში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

16-03-2025

საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში, სოფელ მეფისქალაქში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

 

სამშენებლო პროცესი კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ  საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

 

თანამედროვე სტანდარტების 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით შენდება, რომლის ღირებულება 2 084 706 ლარია.

 

პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღის აშენება და ერთის სრული რეაბილიტაცია იყო დაგეგმილი. დასრულებულია სამი ბაღის მშენებლობა და ერთის  რეაბილიტაცია. სამუშაოები ამჟამად 5 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს.