გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გერმანიაში საერთაშორისო მედია საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო

17-03-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, ბერლინში,  სამოგზაურო მედია კონფერენციაში International Media Marketplace მიიღო მონაწილეობა. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მედია კონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გავლენიანი მედიასაშუალებების: BBC Travel-ის,  National Geographic  Germany-ის, Spiegel-ის, Travel+Leisure Germany-ის, The Voyager-ის, TRVL Counter-ის ჟურნალისტებს, ასევე ინფლუენსებსა და  ბლოგერებს  საქართველოს ტურისტული პროდუქტები, კურორტები, სათავგადასავლო ტურისტული მიმართულება გააცნეს.


IMM Germany Berlin-ის კონფერენციის ფარგლებში , პრეზენტაციები გაიმართა  საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით.


კონფერენციის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ჟურნალისტებისთვის, ინფლუენსერებისა და ბლოგერებისთვის გაცნობითი ტურების გამართვას გეგმავს.


International Media Marketplace-ზე 190 მედიასაშუალება და  125 გლობალური ბრენდი იყო წარმოდგენილი.