გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

1-ლი იანვრიდან სოცდაუცველ დევნილ ბავშვებს ფულად თანხას და კვების ვაუჩერებს დაუნიშნავენ

16-11-2018

მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან, 16 წელს მიღწეულ ბავშვების ჩათვლით, დევნილ ახალგაზრდებს სოციალური დახმარება დაენიშნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სამინისტრო ავრცელებს.

ის ახალგაზრდები, რომელთა ოჯახები სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულები არიან და მინიჭებული აქვთ 100 000-მდე სარეიტინგო ქულა, კვების ვაუჩერს და თანხას მიიღებენ.

კერძოდ, ფულადი ბენეფიტი/სარგო - 20 ლარი, კვების (საკვები პროდუქტების) ვაუჩერი - 30 ლარი.

"პროგრამის განხორციელებისთვის თანხების გამოყოფის შესახებ ცნობილი გახდა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენის დროს,“ - აღნიშნავენ დევნილთა სამინისტროში.


qartli.ge