16-11-2018
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ვაკიჯვარი, მდებარეობს მდინარე ნატანების ნაპირებზე, ზღვის დონიდან 400 მეტრზე.
სოფელში არის წითელი რკინის მადანი, აპატიტია. ქანი შეიცავს 7-10‰ აპატიტს, ხოლო 41-53‰ ფოსფორის ანჰიდრადს. საბადო აღმოაჩინა ინჟინერმა კრუგმა 1912 წელს. მას „ჩხიკვას“ საბადოს ეძახიან.
„ჩიჩუას ხევის“ მარჯვენა მხარეზე მოიპოვება მაგნიტური რკინის საბადო, რომელიც პეგმატიტის ძარღვთან არის დაკავშირებული.
სოფლის ერთ-ერთი უბანია თავვაკიჯვარი, რომელიც ცენტრიდან სამი კილომეტრითაა დაშორებული. თავვაკიჯვრიდან მიდის საცალფეხო გზა კურორტ ბახმარომდე. ბახმაროს აღმოჩენამდე ვაკიჯვარი სამკურნალო ადგილად ითვლებოდა.
ბახმაროს აღმოჩენის შემდეგ ვაკიჯვარმა, როგორც სააგარაკო ადგილმა, დაკარგა მნიშვნელობა.
სოფელში აღმოჩენილია ბრინჯაოს ნივთები და ზოდები. ასევე ადრეული ანტიკური ხანის კერამიკა და კრამიტის ნამტვრევები.
X საუკუნეში აშენდა ვაკიჯვრის ეკლესია.
1828 წლისთვის სოფელში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია, რომლის სამრევლო შეადგენდა 35 კომლს.