გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად 4 წლის ვადით მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშნა

19-03-2025

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უკანონო სამართლებრივი აქტის გაუქმებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე მანუჩარ კაკოჩაშვილის დანიშვნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.


2024 წლის 21 ივნისს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 2024 წლის 15 ივლისის განკარგულებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდა, კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიერ.


საქმეში არსებული მასალების სრულყოფილად გაცნობის შედეგად, ცხადად გამოიკვეთა, რომ კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურული დარღვევებით. შესაბამისად, სასამართლომ დააკმაყოფილა მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი.


გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებისა და ჩატარებული გასაუბრებების შედეგად, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მანუჩარ კაკოჩაშვილის დანიშვნის თაობაზე.