კვირა, ივნისი 22, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
თიბისის მობაილბანკში სიახლეა - გაიგე, რომელია შენს მიზნებზე მორგებული სმარტ პორტფელი და დაიწყე ინვესტირება მარტივად

19-03-2025

ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემატა - შენს მიზნებზე მორგებული და ავტომატურად მართვადი.

 

განაახლე თიბისის მობაილბანკის აპლიკაცია. შენი მიზნებისა და რისკიანობის დასადგენად, საინვესტიციო პლატფორმაზე შეავსე მარტივი კითხვარი. პასუხების მიხედვით განისაზღვრება რომელია შენთვის რეკომენდებული სმარტ პორტფელი - კონსერვატიული, დაბალანსებული, თუ დინამიური.

 

შესაძლებლობა გაქვს შენთვის რეკომენდებული, ან შენთვის სასურველი პორტფელი აირჩიო.

 

კონსერვატიული პორტფელი გათვლილია იმ მიმხმარებლებზე რომლებიც სტაბილურობას ანიჭებენ უპირატესობას და მზად არიან, ნაკლები რისკის სანაცვლოდ, შედარებით მცირე სარგებელი მიიღონ. რისკი და სარგებელი - დაბალი. 

 

დაბალანსებული პორტფელი გათვლილია იმ მომხმარებლებზე, ვისაც საშუალოვადიან პერსპექტივაში თანხის დაბანდება და საფონდო ბირჟის ზრდის ტენდენციით სარგებლის მიღება სურთ. რისკი და სარგებელი - საშუალო. 

 

დინამიური პორტფელის მიზანი გრძელვადიან პერიოდში მაქსიმალური სარგებლის მიღებაა და ის გათვლილია ისეთ ინვესტორებზე, რომელთაც შედარებით მაღალი რისკი და მერყეობა არ აშინებთ. რისკი და სარგებელი - მაღალი. 

 

პორტფელის მინიმალური ინვესტიციის მოცულობა $20-ია.

 

გაიგე, რომელია შენს მიზნებზე მორგებული სმარტ პორტფელი და დაიწყე ინვესტირება მარტივად: https://link.tbc.ge/Smart-inv