გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს, პროცესებიც დაწყებულია და იმედი გვაქვს, მალე მივა ბოლომდე

20-03-2025

აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს, პროცესებიც არის დაწყებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები მალე მივა ბოლომდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.


პრემიერის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ მოგვიანებით გახდება ცნობილი.


„შეგვიძლია გითხრათ, რომ აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს. უფრო მეტიც, პროცესებიც არის დაწყებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები მალე მივა ბოლომდე. ამ ინფორმაციას საჯაროდ გავუზიარებთ საზოგადოებას მოგვიანებით, როდესაც გვექნება შემდგომი ნაბიჯები ამ პროცედურებში. ჩვენ მზად ვართ დღესვე კომუნიკაციისთვის და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.