გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი: კანონები არ მოსწონთ კონკრეტულ ძალებს ერთადერთი მიზეზის გამო, ეს არის რევოლუციის საწინააღმდეგო კანონები

20-03-2025

კანონები არ მოსწონთ კონკრეტულ ძალებს ერთადერთი მიზეზის გამო, ეს არის რევოლუციის საპირისპირო, საწინააღმდეგო კანონები, მათ შორის, რაც შეეხება ადმინისტრაციულ სანქციებს, სხვა ცვლილებებს, რომლებიც შედის სისხლის სამართლის, თუ ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.


პრემიერის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას უნდა, მუდმივ რეჟიმში ხდებოდეს ის, რაც დააორგანიზეს 5 დღის მანძილზე 28 ნოემბრიდან. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს იყო ნამდვილი ომის იმიტაცია, ძალადობრივი რევოლუციის მოწყობის მცდელობა.


„უმძიმესი ვითარება იყო 28 ნოემბრიდან 5 დღის განმავლობაში, ვიდრე არ შევიდა ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები პარტიულ ოფისებში, ვიდრე არ ამოიღეს შესაბამისი მასალები და ვიდრე არ მიიღეს ზოგადად შესაბამისი ზომები, მანამდე გრძელდებოდა ეს ნამდვილი ომის იმიტაცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.