გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

პრემიერი: კონკრეტული ძალები, რომლებიც იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას, პირდაპირ ავიდნენ რევოლუციურ სცენაზე და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა, გარედან ფინანსებოდა საქართველოში რევოლუცია, რაც უკვე კრიმინალია

20-03-2025

დაფინანსება გამოიყოფოდა კონკრეტულ ორგანიზაციებზე, რომლებიც, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩართული იყვნენ რევოლუციურ ქმედებებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2022 წლის ივნისში, კონკრეტული ძალები იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას, შესაბამისად, ანგარიშვალდებული იყვნენ უცხოელი დონორების მიმართ, ავიდნენ რევოლუციურ სცენაზე და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა, რაც NGO-ს საქმე არ არის.


„რაც შეეხება მტრულ საქმიანობაში მხარდაჭერას, თუ არ ვცდები, საბოტაჟის მუხლით არის ასევე საქმე აღძრული, დაფინანსება და ა.შ. მე ზოგადად შემიძლია გითხრათ, რა არის პოლიტიკური სურათი. მე ვერც აქ ვერ შევალ სამართლებრივ მსჯელობაში, მაგრამ პოლიტიკური სურათი რა არის - დაფინანსება გამოიყოფოდა კონკრეტულ ორგანიზაციებზე, რომლებიც, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩართული იყვნენ რევოლუციურ ქმედებებში. მაგალითად გავიხსენოთ 2022 წლის ივნისი. კონკრეტული ძალები იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას, ანგარიშვალდებული იყვნენ შესაბამისად დონორების მიმართ, ესენი იყვნენ უცხოელი დონორები. პირდაპირ ავიდნენ ეს კონკრეტული ორგანიზაციები რევოლუციურ სცენაზე და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა, რაც საერთოდ არ არის NGO-ს საქმე. პირდაპირ გარედან ფინანსებოდა ქართველოში რევოლუცია, რაც უკვე კრიმინალია. ყველაფერი გვერდზე რომ გადავდოთ, არ შეიძლება, გარედან ვინმემ შენს ქვეყანაში დაგიფინანსოს რევოლუცია. ეს უკვე კრიმინალია. როდესაც შენ სხვა სახელმწიფოს ხელს უწყობ შენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფაში, ეს უკვე დანაშაულია პოლიტიკური თვალსაზრისით და რაც შეეხება სამართლებრივ დანაშაულს, ამას დაადგენს ისევ და ისევ პროკურატურა. ეს არ არის ჩემი შესაფასებელი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.