გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქუთაისის მეორე საპყრობილეში პატიმარმა თავი მოიკლა

16-11-2018

ქუთაისის მეორე საპყრობილეში 25 წლის პატიმარმა თავი მოიკლა. ემილ ხოფერია სასჯელს ქურდობისთვის იხდიდა, მას ციხე 6 თვის შემდეგ უნდა დაეტოვებინა.

ოჯახი ციხის ადმინისტრაციას პატიმრის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს. 

ახლობლების თქმით, ცხედარი დასახიჩრებულია. მათთვის, ასევე, საეჭვოა გარდაცვლილის მიერ დაწერილი წერილი, სადაც თვითმკვლელობაზე საუბრობს. 

"მიიყვანეს მკვლელობამდე, მერე არ ვიცი მორგში ხომ მიჰყავთ, რა გააკეთეს ამოაჭრეს რამე? რა საჭირო იყო იმხელა გადაჭრები, მთლიანი ყელი და ტანი გადაჭრილია,"- განაცხადა გარდაცვლილის დეიდამ.

ემილ ხოფერიას ბიძის, ავთანდილ ხოფერიას განცხადებით, გარდაცვლილის მიერ დატოვებული წერილი ქართულადაა დაწერილი, მან კი ქართული კარგად არ იცოდა. 

"წერილი ქართულად არის დაწერილი, ქართულად არ წერდა ის კარგი კალიგრაფიით და დალაგებული აზრით, ეგ რუსულ სკოლაში სწავლობდა,"-აცხადებს გარდაცვლილის ბიძა, ავთანდილ ხოფერია.