გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი კობახიძე ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

20-03-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.


სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებულ ძირითად საკითხებს, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურის სფეროში თანამშრომლობას.


საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებას, რაც რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია.


ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები დღეს საქართველო-სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩს დაესწრებიან. ერთა ლიგის პლეიოფის პირველი შეხვედრა ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სტადიონზე, გაიმართება.