გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს თელავის სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა

16-11-2018

თელავის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო.


პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 20 მაისს, ქალაქ თელავში, ერთ-ერთ სასაფლაოს ტერიტორიაზე გ.ა.-ს შელაპარაკება მოუხდა გ.ბ.-სთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით თავის, წელისა და გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის სამი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად გ.ბ.-ს სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა.


სამართალდამცველებმა გ.ა. 2018 წლის 20 მაისს ქ.თელავში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


თელავის რაიონულმა სასამართლომ გ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.