გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დავით სონღულაშვილი: გარემოს დაცვის მიმართულებით მზარდი გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

22-03-2025

 „22 მარტს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი დღე -„დედამიწის საათი“ აღინიშნება.


საქართველო უკვე მეჩვიდმეტედ უერთდება აქციას, რომლის ფარგლებშიც ერთი საათით უარს ვამბობთ ელექტროენერგიის გამოყენებაზე.


ეს სიმბოლური აქტი მიზნად ისახავს იმ რეალობის შეხსენებას, რომ პლანეტა, ჩვენი გარესამყარო სულ უფრო მეტად ზიანდება ჩვენი ყოველდღიური ზეგავლენით. ეს ზეგავლენა არის ერთ-ერი მიზეზიც გლობალური კლიმატური ცვლილების, რომელთანაც გამკლავებისთვის საზოგადოების გაერთიანებას, ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. დაცული გარემო ჩვენი უსაფრთხო მომავლის პირობაა. „დედამიწის საათი” მილიონობით ადამიანს სწორედ ამ  იდეის გარშემო აერთიანებს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.