გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ხაშურის დელეგაციამ ლატვიაში საგანმანათლებლო პროგრამები წარადგინა

16-11-2018

„ადგილობრივი სოლიდარობის ევროპული დღეების“ ფარგლებში მიმდინარე პროექტი „პლატფორმა“, რომელშიც ხაშურის მუნიციპალიტეტის დელეგაცია მონაწილეობს, გრძელდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.


მათივე ინფორმაციით, პროექტის მონაწილეები გაეცნენ ლატვიის საგანმანათლებლო სისტემას ქალაქ ბაუსკას მაგალითზე.


ხაშურის მუნიციპალიტეტისა და მოლდოვეთის სოროკას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ბაუსკას საბავშვო ბაღი, ბაუსკას მეორე საშუალო სკოლა, ეწვიენ სამხატვრო და მუსიკალურ სკოლებს, ასევე ბავშვთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრს.


მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს შესაბამის სფეროებში არსებული გამოცდილება გაუზიარეს და იმსჯელეს იმ მსგავსებებსა და განსხვავებებზე, რაც პროექტის მონაწილე ქვეყნებს გააჩნიათ.


ხაშურის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მდგომარეობის და ამ მიმართულებით განხორციელებული ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ პრეზენტაცია გამართა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა მთვარისა ძინძიბაძემ. საქართველოს სასკოლო განათლების სისტემაში არსებული გამოცდილებისა და მიმდინარე პროგრამების შესახებ მოხსენება წარმოადგინა ხაშურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად გოგუაძემ. პრეზენტატორებმა და დელეგაციის წევრებმა უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს.


ბაუსკას ბავშვთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრში პროექტის მონაწილეები უშუალოდ ჩაერთნენ ცენტრის აქტივობებში. ხაშურის ბავშვთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჯოჯიშვილი ლატვიელ კოლეგებს იმ პროგრამების შესახებ ესაუბრა, რაც ცენტრში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით ხორციელდება.


პროექტი „პლატფორმა“, რომელიც ბაუსკას მუნიციპალიტეტის ინიცირებით და ხაშურის მუნიციპალიტეტის ჩართულობით ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, გამოცდილების გაზიარების მიმართულებით კიდევ არაერთ საინტერესო ღონისძიებას ითვალისწინებს.


ipn.ge