გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პარიზში საერთაშორისო მედია კონფერენციაზე გაეცნენ

24-03-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთში, პარიზში, სამოგზაურო მედიაკონფერენციაში International Media Marketplace მიიღო მონაწილეობა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გამართეს ისეთი მედიასაშუალებების ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის როგორებიცაა: Le Figaro Magazine, Geo, Lonely Planet, Itrekkings, Le Journal de la Maison, Paris Match, National Geographic France.


საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, ზაფხულისა და ზამთრის კურორტებს, სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებებს გაეცნენ. კონფერენციის ფარგლებში, მედიაკომპანიებთან შეხვედრები შედგა საქართველოში გაცნობითი ტურების გამართვის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას.


International Media Marketplace ბეჭდური და ციფრული მედიის წარმომადგენლებს აერთიანებს. კონფერენციაში 170-ზემეტიმედიასაშუალებადა 115 ბრენდი კომპანია მონაწილეობდა.