პარასკევი, ივნისი 13, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
კორუფციის აღქმების მსოფლიო რეიტინგში საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

25-03-2025

ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელთან და საერთაშორისო შემფასებელ კვლევით ორგანიზაცია გელაპთან პარტნიორობით მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის ფარგლებში კორუფციის აღქმების მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა.


კვლევის ფარგლებში, განხორციელდა კორუფციის აღქმის შეფასება მსოფლიო გამოკითხვის საფუძველზე: „რამდენად არის გავრცელებული კორუფცია ხელისუფლებაში? და რამდენად არის გავრცელებული კორუფცია ბიზნესში?


კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყნასა და ტერიტორიას შორის დასახელდა, სახელმწიფოებს შორის გლობალურად 41-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა 16-ე პოზიციაზე.


საქართველო რეიტინგში უსწრებს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს: იტალიას, პორტუგალიას, ჩეხეთს, ლიეტუვას, ლატვიას, ხორვატიას, პოლონეთს, საბერძნეთს, მონტენეგროს, მალტას, სლოვენიას, თურქეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, უნგრეთს, რუმინეთს, კვიპროსს, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას.


აღსანიშნავია, რომ მსოფლიო გამოკითხვის მიხედვით კორუფციის აღქმების რეიტინგში უკანასკნელ ათეულში მოხვდა უკრაინა და მოლდოვა. კერძოდ, კორუფციის სიმძიმით მსოფლიოში 2-ე ადგილზე გავიდა უკრაინა და 9-ე ადგილზე მოლდოვა.