გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოფენაში ,,Fine Wine Hotel Exhibition” მონაწილეობდა

25-03-2025

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოფენაში ,,Fine Wine Hotel Exhibition” მონაწილეობდა.


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში გამართულ გამოფენის ,,Fine Wine Hotel Exhibition” ფარგლებში ასევე გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი, რომელსაც ღვინის მაგისტრი ფონგი ვოკერი უძღვებოდა. ღონისძიებას 100-მდე სტუმარი, მათ შორის, ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.


ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს.


ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში ქართული კომპანიების მონაწილეობა, ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, ახალი პარტნიორების მოძიებასა და საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.  აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია.