გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

Standard & Poor's - საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა მოწინავეა რეგიონში

25-03-2025

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საბანკო სექტორის რისკის შეფასების მორიგი განახლება გამოაქვეყნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 


მათივე ცნობით, დოკუმენტში მიმოხილულია ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის საბანკო სექტორის საერთო ტენდენციები, ძლიერი და სუსტი მხარეები, მთავარი გამოწვევები და მაკროეკონომიკური რისკები.

ეკონომიკისა და საბანკო სექტორის რისკების საერთო შეფასების მიხედვით, საქართველო ქვეყნების მე-7 ჯგუფში მოხვდა, რაც ყაზახეთთან ერთად საუკეთესოა რეგიონში.

ანგარიშში გავლენიანი სარეიტინგო კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა მოწინავეა რეგიონში.

სააგენტოს შეფასებით, პორტფელში IFRS Stage 3 სესხების წილის მიხედვით, ქართული ბანკების აქტივების ხარისხი საუკეთესოა რეგიონში, ხოლო საკრედიტო რისკის ხარჯი მინიმალური.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ბანკების წმინდა საპროცენტო მარჟა ყველაზე დაბალია რეგიონში.

სარეიტინგო სააგენტო S&P მოელის, რომ საქართველო, როგორც ნოვატორი რეგიონში, ევროდირექტივასთან კიდევ უფრო დააახლოებს ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს, რომელიც არსებითად ევროკავშირში მოქმედ დირექტივას (BRRD) ეფუძნება.