გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

25-03-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2024 წლის საქმიანობის ანგარიში და 2025 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

 

საჩხერის მუნიციპალიტეტში გამართულ გასვლით სხდომაზე, გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

 

მოხსენების დასრულების შემდეგ მინისტრის მოადგილემ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

 

სხდომის ბოლოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძემ ანგარიში დადებითად შეაფასა, გიორგი ჯინჭარაძესა და სააგენტოს გუნდს მადლობა გადაუხადა და მათ წარმატებები უსურვა.