გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სარფის მებაჟე ოფიცრების მიერ, დიდი ოდენობით არადეკლარირებული მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

25-03-2025

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე-ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან, შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა დასახელების 1 755 ცალი მედიკამენტი აღმოაჩინეს.


სამართალდამრღვევ მოქალაქეს ორ შეკვრად დაფასოებული საქონელი მალულად ჰქონდა განთავსებული ავტომობილის სალონში.


არადეკლარირებული მედიკამენტების საერთო საბაჟო ღირებულებამ 61 890 ლარი შეადგინა.


საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.