გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გუბაზ სანიკიძე ოპოზიციას: აიღეთ მაგალითი თუნდაც ჩემგან - მე როგორ გადავაბიჯე ჩემ თავს

25-03-2025

„წარსულების გახსენება არ ვარგა, იმიტომ, რომ თუ არ მოვეშვებით ამას, გასახსენებელი მეც ბევრი მაქვს, დავით აქუბარდიასაც და სხვებსაც“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ, ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა.


სანიკიძემ მოუწოდა დანარჩენ ოპოზიციას, აიღონ მაგალითი მისგან და მიხეილ სააკაშვილისგან, რომლებმაც საკუთარ თავებს გადააბიჯეს ქვეყნის ინტერესის გამო.


„ერთი რამე გაითვალისწინეთ, აიღეთ მაგალითი თვითონ მიხეილ სააკაშვილისგან, მან როგორ გადააბიჯა საკუთარ თავს. აიღეთ მაგალითი თუნდაც ჩემგან - მე როგორ გადავაბიჯე ჩემ თავს, სხვანაირად შეხედეთ. არ იყო მარტივი ამბავი ჩემი და მიხეილ სააკაშვილის დალაპარაკება კიევში როცა მოხდა, მაგრამ გადავაბიჯეთ. მოტივაცია რა გვქონდა, ნათელ-მირონობა გვინდოდა ერთმანეთთან? ოჯახის ყველა წევრი მონათლული გვყავდა უკვე ჩვენს ოჯახებში, მიშასაც და მეც - არაფერი, ქვეყნის ინტერესი. ქვეყნის ინტერესისთვის გადავაბიჯოთ და დანარჩენ ოპოზიციასაც მოვუწოდებ, რომ რაღაცებს გადააბიჯეთ, ხალხო, თუ არადა მაშინ, პოლიტიკოსობას ნუ იჩემებთ. პოლიტიკოსი არის თმენა, მეტი არაფერი“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.