გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კასპის სოფელ თელიანში ასფალტ/ბეტონის საფარის დაგების სამუშაო დასრულდა

26-03-2025

სოფელ თელიანში შიდა ცენტრალურ გზაზე დასრულდა ასფალტ/ბეტონის საფარის დაგების სამუშაო.


პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომელიც შპს „გრანდ როუდ გრუპი“ -ს მიერ განხორციელდა.


სამუშაო მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ მერის პირველ მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.


კეთილმოწყობილმა საგზაო ინფრასტრუქტურამ ადგილობრივების კომფორტული გადაადგილება უზრუნველყო. როგორც ყოველთვის, 2025 წელს კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ამჯერადაც პრიორიტეტია - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.