16-11-2018
იაპონიის საელჩოს ინიციატივითა და გორის მუნციიპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გორში, იაპონური კულტურის დღეები მიმდინარეობს. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
იაპონიის კულტურის დღეების ფარგლებში 17 ნოემბერს გორის კულტურის ცენტრში იაპონური ფილმების ჩვენება გაიმართება.
ნაჩვენები იქნება ფილმები „რომაული აბანოების“ და „მზარეული სამურაის საგა - ნამდვილი სიყვარულის ამბავი“ ქართული ტიტრებით.
იაპონური კულტურის დღეების ფარგლებში გორში იაპონიის ელჩის საჯარო ლექცია, სუშისა და ორიგამის მასტერკლასებიც გაიმართა.
იაპონიის საელჩოს პირველმა მდივანმა შინ ჯი სოიამამ „ორიგამის“ გაკვეთილი სოფელ ხელთუბნის სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარა, ელჩის პირადმა მზარეულმა ჰაიატო შიბანუმამ კი სუშის მასტერკლასი გამართა და მონაწილეებთან და კულინარიით დაინტერესებულ პირებთან ერთად სუში მოამზადა.
გორის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოში იაპონიის საელჩო თანამშრომლობას სამომავლოდაც გეგმავენ.