გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გურჯაანში მომხდარი ინციდენტის გამო, "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი გამოკითხვაზე დაიბარეს

16-11-2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მომხდარი ინციდენტის გამო "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი თელავის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ელმირა ბეციაშვილი შესაძლო ქრთამის მიცემის ფაქტზე ამ წუთებში პროკურატურის შეკითხვებს პასუხობს.

საქმე ეხება სოფელ ვეჯინში მცხოვრებ გულნაზ ცანკაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ შვილი და რძალი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მისივე თქმით, ელმირა ბეციაშვილმა ოპოზიციური კანდიდატისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ მის რძალს 80 ლარი გადაუხადა, თუმცა ცანკაშვილმა შეთავაზებული თანხა არ აიღო და ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცა.

ცანკაშვილის ბრალდებებს ურაყოფს კოორდინატორი და მომხდარს ხელისუფლების მხრიდან ვეჯინში წაგებულ არჩევნებს უკავშირებს.