ორშაბათი, მარტი 31, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
მამუკა მდინარაძე: უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირე

27-03-2025

შეგახსენებთ, რომ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.


მისივე განცხადებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მმართველ გუნდს მისცემს მყარ საფუძველს, საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით მიმართონ.


„უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით.


გარდა ამისა, ჩვენ უკვე დავაინიცირეთ კანონის პროექტი, რომელიც შეეხება ხსენებული პარტიების მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას თუ პარტიის საქმიანობის არსი, გადაწყვეტილების მიმღებთა პერსონალური შემადგენლობა თუ საწესდებო მიზნები კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის არსის, პერსონალური შემადგენლობის თუ საწესდებო მიზნების იდენტურია“, - განაცხადა მდინარაძემ.