გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

დავით სონღულაშვილი აზიის განვითარების ბანკის დირექტორს შეხვდა

28-03-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აზიის განვითარების ბანკის დირექტორს, მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ლესლი ბეარმან ლაჰმს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს მრავალწლიანი ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე პროექტის „კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა“ ფარგლებში ქვემო სამგორის მარცხენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის საკითხებზე და მის მნიშვნელობაზე. 


როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის დარგის განვითრების და პროდუქტიულობის ზრდისთვის, მელიორაცია უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და სწორედ ამიტომ არის ის სამინისტროსთვის პრიორიტეტი. ნებისმიერი პროექტის განხორციელების დროს კი, შესრულებული სამუშაოს ხარისხთან ერთად, მნიშვნელოვანია პროექტის ვადების მკაცრი დაცვა.


აზიის განვითარების ბანკის დირექტორის განცხადებით, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოსდაცვითი მიმართულებით მრავალწლიანი ეფექტიანი თანამშრომლობის საფუძველზე, ბანკის მხრიდან არსებობს ახალი პროექტების დაწყების ინტერესი.


შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.