გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მიხეილ ბატიაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა

16-11-2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ამჯერად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა და მათ უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ახალი ინიციატივები გააცნო. შეხვედრის ნაწილი აუდიტორიის შეკითხვებს დაეთმო, რომელსაც მინისტრმა ამომწურავი პასუხები გასცა.

ბათუმის უნივერსიტეტში ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. განახლებული პროგრამებით, უნივერსიტეტის შვიდ ფაკულტეტზე (განათლების; ჰუმანიტარულ; სოციალურ მეცნიერებათა; საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის; ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის; ტურიზმის; ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა და ტექნოლოგიურ ფაკულტეტებზე), 6000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.