16-11-2018
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ გარჩევებში“ მონაწილეობისთის დაკავებული იმედა აბაშიძის ოჯახის წევრებმა მორიგი აქციას გამართეს. ისინი დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ, ამბობემ რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
"ჩვენ არ ვსაუბრობთ მის უდანაშაულობაზე, ის არის მძიმე მდგომარეობაში დამოუკოდებლადაც ვერ გადაადგილდება. ვითხოვთ პატიმრობის გირაოთი შეცვლას, ამით გამოძიებას ხელი არ შეეშლება," - განაცხადა იმედა აბაშიძის ცოლმა ნინო აბაშიძემ.
მასივე თქმით, დღეს მორიგი პროცესია ჩანიშნული და აპირებენ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის დაყანებას.
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 10 პირი თბილისსა და აჭარაში 18 ივლისს დააკავეს. მათ სასამართლომ პატიმრობა 19 ივლისს შეუფარდა, ხოლო. რაც შეეხება მეთერთმეტე ბრალდებულს, მინდია ლავასოღლის დაუსწრებლად უკვე განაჩენიც გამოუტანეს. მას კანონიერი ქურდობის გამო 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.