გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

„გოდერძის თასი 2025“- აჭარის სამთო კურორტზე ტურნირი გაიმართა

30-03-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასების სააგენტოს  ორგანიზებით აჭარაში,  სამთო კურორტ გოდერიძე  სათხილამურო ტურნირი „გოდერძის თასი 2025“ ჩატარდა.  


ტურნირში ერთმანეთს მოყვარული მოთხილამურეები შეეჯიბრნენ,   გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ, ტურნირთან დაკავშირებით, სამთო კურორტზე  სხვადასხვა ტიპის აქტივობები მოაწყო,  კურორტზე  კვების სივრცე და  ფოტო ზონა იყო წარმოდგენილი.  ტურნირის მონაწილეთა განწყობაზე დიჯეიმ იზრუნა. 


ღონისძიების მიზანია სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაცია, სეზონურობის  გახანგრძლივება და შიდა ტურიზმის სტიმულირება.