გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

British Airways-ის წარმომადგენელი: საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია

31-03-2025

„მოხარულები ვართ, რომ ლონდონიდან თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა შევასრულეთ, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია.


ცოტა ხნის წინ მგზავრებით სავსე პირველი ხომალდი დაეშვა. ეს საშუალებას აძლევს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ეწვიონ და აღმოაჩინონ თბილისი და დანარჩენი საქართველო, ასევე ქართველებს - ჩავიდნენ ლონდონში და იქიდან, ჩვენი ინფრასტრუქტურის მეშვეობით, იმოგზაურონ ევროპასა და აშშ-ში," - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანური ავიაკომპანიის British Airways-ის ავიამიმართულებების განვითარების დირექტორმა რეიჩელ რაილიმ.


დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანიის A320 ტიპის ხომალდმა 156 მგზავრით პირველი რეისი განახორციელა. ავიაკომპანია „ბრიტიშ ეარვეისი" ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.


„ეს შესანიშნავი დღეა ჩვენთვის, რადგან შევძელით ახალი პირდაპირი კავშირის დამყარება და ვართ პირველი პრემიუმ გადამზიდავი, რომელიც გთავაზობთ ამ კავშირს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის," - აღნიშნა British Airways-ის ავიამიმართულებების განვითარების დირექტორმა.