გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი თოვლი მოვიდა

16-11-2018

ოკუპირებული აფხაზეთის სამთო კურორტ აუათხარაში პირველი თოვლი მოვიდა და საფარმა 40 სანტიმეტრს მიაღწია.

 

ადგილობრივი პანსიონატის ე.წ. მმართველის ასტან არისთავას ინფორმაციით, წელს ზამთრის სეზონი ერთი თვით უფრო გვიან დაიწყო.

 

"მანამდე, პირველი თოვლი სექტემბრის ბოლოს მოდიოდა ხოლმე და შემდეგ, უკვე საფუძვლიანად ოქტომბერში თოვდა", - უთხრა მან ინტერნეტგამოცემა „აიაირას“.

 

მისივე თქმით, ადამიანები უამინდობის პირობებშიც ადიან აუათხარაში პირველი თოვლის სანახავად, თუმცა, მისი თქმით, ეს უსაფრთხო არ არის.

 

"ეს ძალიან სახიფათოა, რადგან ბევრი არ არის მზად ზამთრის სეზონისთვის, მათ ჯერ არ აქვთ ზამთრის საბურავები და მაღლობზე რთულია ასვლა. თოვამ შესაძლოა, ხეები წააქციოს. აი, მაგალითად, დღეს, აუათხარასკენ მიმავალი მანქანა გადაბრუნდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა“, - დასძინა მან.

 

არისთავა, ასევე ამბობს, რომ პანსიონატი „აუათხარა“ ჯერ არ არის მზად სტუმრების მისაღებად.


ოკუპირებული აფხაზეთის მთებსა და მთისპირა სოფლებში 19 ნოემბრამდე ითოვებს.


pia.ge