გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ეკა ბესელია: შეიარაღებული ძალების, ჯარისკაცების ჩართვა პოლიტიკურ პროცესში ქვეყნის მტრობაა

16-11-2018

პარლამენტის იურუდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, სამხედროების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.

 

მისივე თქმით, ჯარისკაცებში ცრუ ინფორმაციის გავრცელება წითელი ხაზების გადაკვეთაა.

 

„შეიარაღებული ძალების, ჯარისკაცების, სამხედროების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა, მათი  პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, არის ყველაზე მძიმე დანაშაული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული საქმე. ჩვენ ჯარის დეპოლიტიზება მოვახერხეთ. მახსოვს პერიოდი, როცა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯარს იყენებდა. ჯარისკაცები, რომლებიც ომის დღეებში ქვეყანის მთლიანობას იცავდნენ საკუთარი სიცოცხლის ფასად, მთავარსარდალმა მიატოვა და იმ დღეებში მიწაზე ფორთხავდა. სხვა პასუხისმგებელი პირებიც, ვინ სად გარბოდნენ, კარგად ვნახეთ. შემდეგ უკვე ზოგი ჯარისკაცი დეზერტირობისთვის გაასამართლეს, ზოგი ჯაშუშობისთვის და სამშობლოს ღალატისთვის. ჯარისკაცებში განხეთქილებისა და ცრუ ინფორმაციის შეტანა, ეს უკვე წითელი ხაზების გადაკვეთაა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.