11-12-2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი''-ს ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა გეგმიური ინსპექტირებისას ქალაქის ტერიტორიაზე, კერძოდ, მარცხენა სანაპიროს ქუჩაზე, სამართალდამრღვევი პირები გამოავლინეს. გარემოს დანაგვიანებისათვის ისინი 31 მუხლის 1 და მე-7 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდნენ.
ააიპ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი''-ს ზედამხედველობის ჯგუფი ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ სამშენებლო,ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს,რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ,ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ.
წინააღმდეგ შემთხვევაში,სამართალდამრღვების მიმართ ადმინისრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ჩატარდება.
წყარო: რადიო "ათინათი"