გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბექა დავითულიანი: „ქართული ოცნების” ლიდერების სალომე ზურაბიშვილთან ერთად ბილბორდებზე გამოჩენა სრულიად ლოგიკურია

16-11-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდანტის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბილბორდებზე მმართველი გუნდის ლიდერების გამოჩენა სრულიად ლოგიკურია.

 

 

„ეს აღარ არის მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები, ეს არის პრინციპული არჩევანი ტოტალიტარულ წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია „ქართული ოცნების” ლიდერების სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამოჩენა ამ ბილბორდებზე.

 

ქვეყნის მასშტაბით სალომე ზურაბიშვილის ბილბორდებიც არის გაკრული და ქართული ოცნების ლიდერებისაც.

 

ძალიან ლოგიკურია, რომ ამ არჩევანის გაკეთებაში ქართულ ოცნებას აქვს თავისი პოზიცია და დაუშვებლად თვლის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის გამარჯვებას.

 

ჩვემ ვსაუბრობთ იმ პრინციპულ არჩევნებზე, რომელიც 28 ნოემბერს უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა -  უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ევროპული მომავლის შენება და დაუშვებს თუ არა იმას, რასაც გვთავაზობს გრიგოლ ვაშაძე. მე მგონია, რომ არ დაუშვებს,“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.