გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით სონღულაშვილი ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა

3-04-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.


შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და ეროვნული სატყეოს სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე ესწრებოდნენ.


მინისტრმა შეხვედრაზე ბოლო დროს განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას გარემოსდაცვითი კონტროლის ეფექტიანობის ამაღლების, საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავების მიმართულებებით.


აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის ახალი ოფისი რეგიონში 9 მუნიციპალიტეტს ემსახურება.


მოქალაქეები განახლებულ სივრცეში ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა სერვისით სარგებლობენ. სამსახურში დასაქმებულია 94 თანამშრომელი.