გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა

3-04-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროს ლევან ჯღარკავასთან ერთად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა.


მინისტრმა რეგიონული სამმართველოს ოფისი დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებისგან რეგიონში არსებული ვითარების, გამოწვევებისა და სამმართველოს საქმიანობის შესახებ მიიღო ინფორმაცია.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა უკანონო ტყითსარგებლობა და ბრაკონიერობა. სამართალდარღვევების პრევენციის, გამოვლენის და აღკვეთის მიზნით, რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები სამოქმედო ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ, ამავდროულად, სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ.


აღინიშნა, რომ გარემოს დაცვა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა, შესაბამისად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და მისი თითოეული რეგიონული სამმართველოს გაძლიერების უწყვეტი პროცესი უმნიშვნელოვანესია.