ორშაბათი, აპრილი 07, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
დავით სონღულაშვილი: რეგიონებში ვიზიტები რეგულარულ ხასიათს მიიღებს - ჩავალთ თითოეულ მუნიციპალიტეტში, რათა უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს ფერმერებთან

3-04-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ფერმერებს შეხვდა.


მინისტრმა აბაშაში ფაროსანასთან ბრძოლის შტაბი დაათვალიერა და მავნებელთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.


„დავიწყეთ ვიზიტები რეგიონებში. დღეს აბაშაში ფაროსანასთან ბრძოლის შტაბი გავხსენით და შეხვედრები გავმართეთ სამეგრელოს, იმერეთის, გურიისა და აჭარის რეგიონების წარმომადგენლებთან, ხელმძღვანელებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან. მნიშვნელოვანია მათი აქტიური მონაწილეობა ამ გამოწვევის დაძლევაში. აუცილებელია ყველა მათგანის ჩართულობა, რათა ერთად შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ფერმერებთან უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, მათი პრობლემების გადაჭრის გზებზე და რეგიონებში აქტიური ვიზიტების აუცილებლობაზე.


„რეგიონებში ვიზიტები რეგულარულ ხასიათს მიიღებს - ჩავალთ თითოეულ მუნიციპალიტეტში, რათა უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს ფერმერებთან. მნიშვნელოვანია, რომ მოკლე ვადებში ადგილზე გავეცნოთ არსებულ გამოწვევებს, რომლებიც კონკრეტულ აგროკულტურებს უკავშირდება და შესაბამისი გადაწყვეტილებებით შევძლოთ ეფექტიანობის გაზრდა.


აგროსასურსათო პროდუქციის ზრდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ ის დადებითი ტენდენციები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.