გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მცხეთა-მთიანეთში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ

16-11-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა. სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა დუშეთის, მცხეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში ადგილობრივებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-მოშენებისა და შენახვის, ჯიშთაგანახლების, ხელოვნური განაყოფიერების, საკვებწარმოების, ვეტერინარიის, ინფექციური და ინვაზიური დაავადებების და მათი პროფილაქტიკის, უვნებელი რძის წარმოებისა და გადამუშავების და დამბალხაჭოს წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ფერმერებთან შეხვედრების დროს მნიშვნელოვანი ყურადღება ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებას, ღია გრუნტში ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანას და კარტოფილის წარმოებას დაეთმო.

 

პროექტი „მობილური ექსტეცია“ 2016 წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და მისი მიზანი ფერმერების მხარდაჭერა და მათთვის ადგილზე კონსულტაციების გაწევაა.

 

19-21 ნოემბერს კახეთის რეგიონის საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარელის, ახმეტის, და თელავის მუნიციპალიტეტებში (სოფლები - გიორგიწმინდა, კარდენახი, ველისციხე, კართუბანი, ვარდისუბანი, ახალსოფელი, ენისელი, ქვემო ალვანი,  მაღრაანი, ფშაველი, რუისპირი) ფერმერებთან შეხვედრები გაიმართება.